
სამშენებლო
სამშენებლო სფეროს კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებია ფინანსური რესურსების წინასწარი დაგეგმვა და მართვა, დანახარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის ხარჯთაღრიცხვის შემუშავება და ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების დეტალური ანალიზი, როგორიც არის – გამოყენებული მასალები, საწვავები, ტექნიკა, შრომითი რესურსები და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია სწორი კონტროლის მექანიზმების შემუშავება და გამართული რეპორტინგის სისტემის შექმნა.

საცალო ვაჭრობა
საცალო ბიზნესისთვის საკვანძო საკითხია ფულადი რესურსების დეფიციტის მართვა, რაც განპირობებულია კომპანიის მარაგების (დეფიციტები, ჭარბი მარაგების ოდენობები), დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არასწორი დაგეგმვით და კონტროლით.. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დაგეგმვა/ ბიუჯეტირების სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს შეაფასონ დანახარჯების ეფექტურობა და შესაბამისად მოახდინონ მათი ოპტიმიზაცია, რაც განაპირობებს მომგებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას. საცალო ბიზნესისთვის ასევე მნიშვნელოვანია ვაჭრობისთვის გამოყოფილი ფართის ეფექტურობის განსაზღვრა, რათა უფრო მომგებიანად იქნეს გამოყენებული სავაჭრო ფართები. ჩვენი სერვისი საშუალებას მოგცემთ, ეფექტურად მართოთ კომპანიის რესურსები, მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას, გაიუმჯობესოთ კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი და მიიღოთ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, რის მიღწევაშიც დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჯგუფი.
დისტრიბუცია
სადისტრიბუციო ბიზნესისთვის საკვანძო საკითხებია ფულადი რესურსების დეფიციტის მართვა, რაც განპირობებულია კომპანიის მარაგების (დეფიციტები, ჭარბი მარაგების ოდენობები), დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არასწორი დაგეგმვით და კონტროლით. სადისტრიბუციო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო ობიექტების კატეგორიზაცია, მისი პოტენციალის, ეფექტურობისა და მომგებიანობის განსაზღვრა. ასოსრტიმენტის მართვა. საკვანძო საკითხს ასევე წარმოადგენს დაგეგმვა / ბიუჯეტირების სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს შეაფასონ დანახარჯების ეფექტურობა და შესაბამისად მოახდინონ მათი ოპტიმიზაცია, რაც განაპირობებს მომგებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას. ჩვენი სერვისი საშუალებას მოგცემთ ეფექტურად მართოთ კომპანიის რესურსები, მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას, გაიუმჯობესოთ კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი და მიიღოთ სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, რის მიღწევაშიც დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჯგუფი.

წარმოება
საწარმოო კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებია წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების კონტროლი და დეტალური ანალიზი, რაც თავისთავში მოიცავს პროდუქციის გამოსავლიანობების კონტროლს, წარმოების პროცესში გახარჯული ნედლეულის ფასების კონტროლს, ზედნადები დანახარჯების ნორმების განსაზღვრას, მათშორის სეზონურობის გათვალისწინებით, ასევე საწარმოო დანახარჯების ოპტიმიზაციას და დეტალურ ანალიზს, ისეთი მნიშვნელოვანი მუხლების, როგორიც არის: გამოყენებული ნედლეული და მასალები, შრომითი რესურსები, დამხმარე მასალები და სხვა ზედნადები დანახარჯები. საწარმოო კომპანიებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სწორი კონტროლის მექანიზმების შემუშავება, გამართული რეპორტინგის სისტემის არსებობა და ფინანსური რესურსების სწორი დაგეგმვა და მართვა;
1-2 თვე
დაინახავთ პირველ შედეგს. ხელში გაქვთ სრული დიაგნოსტიკური სურათი და გაუმჯობესების სტრატეგიული გეგმა
4-5 თვე
სტრატეგიული გეგმის პირველი შედეგები, მომგებიანობა და სწრაფი ზრდა
1 წელი
მომგებიანი წელი და შემდგომი ერსპექტიული გეზი
3 წელი
უწყვეტი ზრდა
მზად ხართ?
ჩვენი სექტორული ექსპერტიზა თქვენი ბიზნესისთვის
თითოეული პროექტი იმართება 3 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდით, C-level ექსპერტის ხელმძღვანელობით. მოდით, ერთად გავარკვიოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებები.
