ჩვენ გთავაზობთ:
- მასალების, საწვავებისა და ძირითადი საშუალებების (გამოყენებული ტექნიკა და ა.შ) მართვის სისტემის შემუშავებას
- პროექტების წინასწარი ხარჯთაღრიცხვის და ბიუჯეტირების სისტემის შემუშავებას
- რეპორტინგის სისტემის შემუშავებას და გადახრების ანალიზს
- აღრიცხვის სისტემის ტრანსფორმაციას IFRS სტანდარტების შესაბამისად
- ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურის შემუშავებას
- პერსონალის გადამზადებას
- აღრიცხვის ელექტრონული სისტემების ანალიზს და რეკომენდაციებს
შედეგად თქვენ მიიღებთ:
პროექტების დეტალურ ანალიზს შესრულებული სამუშაოების ჭრილში; წინასწარ ხარჯთაღრიცხვასა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის შედარებითი ანალიზის (Saving, Over cost) სისტემას; გამოყენებული მანქანა-დანადგარებისა და სხვა ძირითადი საშუალებების ეფექტური კონტროლის სისტემას. გაიუმჯობესებთ ფინანსურ მაჩვენებლებს, ასევე მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გამართულ რეპორტინგის სისტემას, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ საინვესტიციო პროექტები.

