
კურსის შესახებ:
ფასს სტანდარტების სიღრმისეული კურსი – Deep IFRS Professional Course მოიცავს ყველა აქტუალურ სტანდარტს, ტრენინგის 50%-ზე მეტი ეთმობა საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული რეალური ქეისების განხილვას.
კურსის გავლის შემდგომ შეძლებთ:
- ფასს-თან დამოუკიდებელ მუშაობას, რაც დაგეხმარებათ მომავალში პრობლემური საკითხების გადაჭრაში;
- გაეცნობით ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და მიიღებთ მზა გადაწყვეტილებებს პრობლემის გადასაჭრელად;
- შეძლებთ დამოუკიდებლად შეიმუშაოთ კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკა;
- შეძლებთ აუდიტის დასკვნის როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური ნაწილის გაანალიზებას;
- შეძლებთ აქტივების მართვის პროცესისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებას;
- შეძლებთ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას.
ჩვენი ტრენინგის უპირატესობები:
ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 15 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში , განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი პრობლემური საკითხები. ტრენინგი უნიკალურია იმით, რომ ეყრდნობა საქართველოში არსებული კომპანიების რეალური ქეისების გარჩევას და ანალიზს, რომელიც ეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
ვისთვის არის განკუთვნილი:
IFRS სტანდარტების სიღრმისეული კურსი განკუთვნილია გამოცდილი ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის, აუდიტორებისთვის, რეპორტინგის სპეციალისტებისთვის.
პროგრამის ღირებულება
700 ₾
30 სთ
რეგისტრაცია დასრულდა
ამ ტრენინგის რეგისტრაცია დასრულდა ან ადგილები შეივსო.
მოახლოებული ტრენინგები


