
ფინანსური ანგარიშგების პრაქტიკული კურსი მე-3 კატეგორიის კომპანიებისთვის
კურსის შესახებ:
კურსი სრულად ორიენტირებულია პრაქტიკულ ნაწილზე და მოიცავს ფინანსური ანგარიშგების შედგენას და შესაბამისი ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადებას. კურსის გავლის დროს თქვენ შეძლებთ შექმნათ ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად საჭირო კორექტირებების ფაილები. კურსი მოგცემთ საშუალებას სრულად დამოუკიდებლად მოამზადოთ თქვენი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა არ აჭარბებს 15 ადამიანს, რაც მსმენელებს საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად მოამზადოთ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება:
- ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება;
- სრული შემოსავლების ანგარიშგება/საქმიანობის შედეგების ანგარიშგება
- კაპიტალში მომხდარი ცვლილებების ანგარიშგება
- ფულადი სახსრების ანგარიშგება
ლექცია 1
IFRS For SME-ს სტანდარტების ის ძირითადი საკითხები , სადაც კომპანიები უშვებენ ყველაზე მეტ შეცდომას და რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებზე. ეს საკითხებია:
- ძირითადი საშუალებების მომსახურების ვადის ცვლილება და გაუფასურებაზე ტესტირება.
- დებიტორული დავალიანებების გაუფასურებები.
- მარაგების ჩამოფასება ნეტო სარეალიზაციო ღირებულებამდე.
- ფინანსური იჯარა/ლიზინგის გადათვლა და ბუღალტრული გატარებები.
- შემოსავლების აღიარება.
ექსელში მოვამზადებთ შემდეგ ფაილებს:
- დებიტორული დავალიანებების ანარიცხების ფაილს
- მარაგების ნეტო სარეალიზაციო ღირებულებაზე ჩამოფასების ფაილს
- ფინანსური იჯარის , ლიზინგის გადაანგარიშების ფაილს
- სესხების გადათვლის ფაილებს, როგორც ბანკის ასევე დამფუძნებლისგან აღებული სესხების
ლექცია 2
ექსელის საშუალებით ავაწყობთ
- კომპანიის ბრუნვის უწყისს და გადავიტანთ ფინანსური კორექტირებას
- მოგება -ზარალის ანგარიშგებას
ლექცია 3
ექსელის საშუალებით ავაწყობთ:
- ფინანსური მდგომარეობის ანგარიშებს, იგივე ბალანსს
- კაპიტალის მოძრაობის ანგარიშებს
- ახსნა განმარტებით შენიშვნებს
ლექცია 4
კომპანიის გატარებებიდან ექსელის საშუალებით ავაწყობთ :
- ფულადი სახსრების ანგარიშგებას როგორც პირდაპირი ისე ირიბი მეთოდით
პროგრამის ღირებულება
350₾
12 საათი
თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
რეგისტრაცია დასრულდა
ამ ტრენინგის რეგისტრაცია დასრულდა ან ადგილები შეივსო.
მოახლოებული ტრენინგები


